ფუნქცია სეზონების გაწყობა ძირითადად გამოიყენება იმ სასტუმროებისთვის, რომლებიც მუშაობენ სეზონურად, ან სხვადასხვა სეზონზე აქვთ განსხვავებული ფასები
1. შევდივართ განყოფილებაში ცნობარები
2. სასტუმროს მენიუში ვირჩევთ სეზონები
3. ვაჭერთ ღილაკს დამატება
4. ველში დასახელება ვუთითებთ შესაბამის სეზონს. მაგალითად: ზაფხული ან ზამთარი.
სეზონის პერიოდს ვირჩევთ, სასურველი რიცხვებისა და თვეების კომბინაციით
შენიშვნა: თუ სასტუმრო მუშაობს მთელი წლის განმავლობაში, ველში დასახელება ვუთითებთ მაგალითად: სრული და პერიოდში ვუთითებთ 1 იანვარი - 31 დეკემბერი
5. ვაჭერთ ღილაკს შენახვა
შენიშვნა: შესაძლებელია სასურველი სეზონების დამატება, შესაბამისი ფასების მითითებით